წიგნები, რომლებზეც ადამიანები იტყუებიან, რომ წაკითხული აქვთ | Allnews.Ge

წიგნები, რომლებზეც ადამიანები იტყუებიან, რომ წაკითხული აქვთ

ადამიანებს ძალიან უყვართ ტრაბახი, რომ ნაკითხები არიან, მაგრამ როდესაც საქმე პოპულარულ რომანებზე მიდგება, ყველაფერი სხვანაირად წარმოჩნდება. ახალმა კვლევამ ცხადყო, რომ ბრიტანელები უმეტესობა წიგნებზე, როლებზეც ამბობდნენ, რომ წაკითხული ჰქონდათ, იტყუებოდნენ.

ეროტიკული რომანი "გრეის 50 ელფერი", ჩარლზ დიკენსის ოთხი რომანი და ჯეინ ოსტინის კლასიკა - "სიამაყე და ცრურწმენა" იმ ოც წიგნს შორისაა, რომელზეც ბრიტანელები ყველაზე ხშირად იტყუებიან. ყველასთვის მოულოდნელად ყველაზე ხშირად მოტყუებული წაუკითხავი წიგნების ოცეულში პირველ ადგილზე "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" გავიდა.

წარმოგიდგენთ იმ წიგნების ოცეულს, რომელზეც ბრიტანელები ყველაზე ხშირად იტყუებიან, რომ წაუკითხავთ:

1. "ალისა საოცრებათა ქვეყანაში" - ლუის კეროლი

2. "1984" - ჯორჯ ორუელი

3. "ბეჭდების მბრძანებლის ტრილოგია" - ჯ.რ.რ. ტოლკინი

4. "ომი და მშვიდობა" - ლევ ტოლსტოი

5. "ანა კარენინა" - ლევ ტოლსტოი

6. "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლები" - არტურ კონან დოილი

7. "ნუ მოკლავ ჯაფარას" - ჰარპერ ლი

8. "დევიდ კოპერფილდი" - ჩარლს დიკენსი

9. "დანაშული და სასჯელი" - ფიოდორ დოსტოევსკი

10. "სიამაყე და ცრურწმენა" - ჯეინ ოსტინი

11. "ცივი სახლი" - ჩარლზ დიკენსი

12. "ჰარი პოტერის სერიები" - ჯეიქეი როულინგი

13. "დიდი მოლოდინები" - ჩარლს დიკენსი

14. "ანა ფრანკის დღიური" - ანა ფრანკი

15. "ოლივერ ტვისტი" - ჩარლს დიკენსი

16. "გრეის 50 ელფერი" - იელ ჯეიმსი

17. "და შემდეგ აღარავინ იყო" - აგათა კრისტი

18. "დიდი გეთსბი" - ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი

19. "ხაფანგი 22" -ჯოსეფ ჰელერი

20. "თამაში ჭვავის ყანაში" - ჯერომ სელინჯერი

www.mirror.co.uk

myquiz