მაღალი ანაზღაურება უდიპლომოდ: სამუშაო ადგილები, რომლებსაც არ სჭირდება ბაკალავრის ხარისხი | Allnews.Ge

მაღალი ანაზღაურება უდიპლომოდ: სამუშაო ადგილები, რომლებსაც არ სჭირდება ბაკალავრის ხარისხი

მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნა მხოლოდ ორწლიანი პროფესიული განათლებით ან უფრო მეტიც სკოლის ატესტატითაც არის შესაძლებელი. აშშ-ის შრომის ბიურომ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის მიხედვითაც, არსებობს 27 ადგილი, სადაც მუშაობის დასაწყებად ოთხწლიანი უმაღლესი განათლება საჭირო არ არის და სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 60 000 დოლარის გამომუშავებაა შესაძლებელი.

რეიტინგში პირველი ადგილი საჰაერო მიმოსვლის კონტროლიორებს ერგოთ. მათ თვითმფრინავების მიმოსვლის მონიტორინგი ევალებათ და ამისთვის წლიურად 122 530 დოლარს გამოიმუშავებენ.

მეორე ადგილს რადიაციული თერაპევტები იკავებენ, რომლებსაც მხოლოდ პროფესიული ორწლიანი განათლებით წლის განმავლობაში 78 000-მდე დოლარის გამომუშავება შეუძლიათ.

მესამე ადგილზე ლიფტის მონტაჟის და შეკეთების ხელოსნები გავიდნენ 76 650 დოლარით.

ხუთეულში ასევე შევიდნენ ბირთვული რეაქტორების ოპერატორები და დეტექტივები და გამომძიებლები.

რეიტინგში მოხვდნენ ფერმერები, დაკრძალვის სააგენტოების დირექტორები, ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟის სპეციალისტები, ვებ-დეველოპერები და მეტროპოლიტენის ოპერატორებიც.

myquiz