რა საფრთხეს გვიქმნის აპლიკაცია Yandex.Taxi? - ლიეტუვას თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს | Allnews.Ge

რა საფრთხეს გვიქმნის აპლიკაცია Yandex.Taxi? - ლიეტუვას თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ლიეტუვას კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს ურჩევს, რუსული აპლიკაცია Yandex.Taxi არ გამოიყენონ.

ამის შესახებ ლიეტუვას თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომლის სტრუქტურაში შედის კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი.

ლიეტუვას თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აპლიკაციის მიერ მობილური მოწყობილობიდან ინფორმაციის მიღება, შესაძლოა, პირადი მონაცემების უკანონო შეგროვებისთვის პირობებს შექმნის.

"ახლა კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი დეტალურ ანალიზს ატარებს Yandex.Taxi-ის აპლიკაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ვიდრე მობილური აპლიკაციის უსაფრთხოების კონკრეტული ფაქტები არ იქნება დადგენილი, კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს ურჩევს, არ გამოიყენონ ის", - ნათქვამია განცხადებაში.

ლიეტუვას თავდაცვის სამინისტრო დაჟინებით სთხოვს განსაკუთრებით სახელმწიფო მოხელეებსა და თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ მოხელეებს, არ გამოიყენონ ეს აპლიკაცია.

ლიეტუვას კიბერუსაფრთხოების ეროვნული ცენტრში მიიჩნევენ, რომ აპლიკაცია წვდომას ითხოვს დიდი ოდენობით კონფიდენციალურ ინფორმაციაზე, ხოლო შეგროვილი მონაცემები მოსკოვში მდებარე სერვერებზე ინახება.

myquiz