მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახები | Allnews.Ge

მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ოჯახები

ბლუმბერგის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ოჯახი უოლტონების ოჯახია, რომელთა წევრებიც ჯამში 152 მილიარდ დოლარის ოდენობის ქონებას ფლობენ. უოლტონები ერთ-ერთი მსხვილი სუპერმარკეტების ქსელის "ვოლმარტის" მფლობელები არიან.

მეორე ადგილზე კოხების ოჯახია, რომლებიც 98,7 მილიარდ დოლარს ფლობენ, ისინი ამერიკული მულტინაციონალური კორპორაციის Koch Industries-ის მფლობელები არიან.

მესამე ადგილს კი მარსების ოჯახი იკავებს 90 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებით, რომლებიც ცნობილები არიან ტკბილეულის, კერძოდ, M&M-ისა და Mars Bars-ის წარმოებით.

ბლუმბერგის ცნობით, მსოფლიოში 25 ყველაზე მდიდარი ოჯახის საერთო ქონება 1.1 ტრილიონ დოლარს აღწევს. თუმცა, გამოცემის ცნობით, ზოგიერთი მდიდარი ოჯახის შემოსავლების დათვლა საკმაოდ რთულია, ამიტომაც ყველაზე მდიდარი ოჯახების საერთო ქონება სინამდვილეში გაცილებით მეტი იქნება.

მდიდარი ოჯახების ათეულში არ შედიან ისეთი მდიდარი ადამიანების ოჯახები, რომელთა ოჯახის წევრებს შორის მდიდარი მხოლოდ ერთი თაობის წარმომადგენელია, მაგალითად, ასეთია ჯეფ ბეზოსი და ბილ გეითსი. ამგვარად, მდიდარი ოჯახების რეიტინგი შედგენილია იმ ოჯახების საფუძველზე, რომლებიც ქონებას მემკვიდრეობით იღებდნენ და წლების განმავლობაში მათი სიმდიდრე იზრდებოდა.

myquiz