H&M რასისტული ფოტოს გამო ბოდიშს იხდის | Allnews.Ge

H&M რასისტული ფოტოს გამო ბოდიშს იხდის

H&M სკანდალში გაეხვია, სოციალური მედიის მომხმარებლები კომპანიას რასიზმში ადანაშაულებენ.

ხმაური საბავშვო კაპიუშონიანმა სვიტერმა გამოიწვია, წარწერით : "ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში", სვიტერით ფერადკანიანი ბავშვი პოზირებს.

სოციალური ქსელების მომხმარებლების ნაწილი კომპანიას ბოიკოტს უცხადებს.

"ბოდიშს ვიხდით, თუ ვინმემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო," - განაცხადა H&M-მა.

სოციალური ქსელების მომხმარებლები ფერადკანიანი ბავშვის ფოტოს ადარებენ თეთრკანიანი ბიჭუნას სვიტერს, რომელზეც წერია - "ჯუნგლებში გადარჩენის ექსპერტი".

კომპანიის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფოტო H&M-ის ყველა ქვეყნის საიტიდან მოხსნილია.

წყარო BBC

myquiz