მოსკოვში რადიო "ეხო მოსკვის" ოფისში წამყვანი ტატიანა ფელგენგაუერი დაჭრეს | Allnews.Ge

მოსკოვში რადიო "ეხო მოსკვის" ოფისში წამყვანი ტატიანა ფელგენგაუერი დაჭრეს

რუსული რადიო "ეხო მოსკვის" ოფისში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და წამყვანი ტატიანა ფელგენგაუერი დაჭრა, - ამის შესახებ "ეხო მოსკვის" საიტი წერს.

"ოფისში შეჭრილმა მამაკაცმა ტატიანა ფელგენგაუერი დანით ყელის არეში დაჭრა. ჩვენ ის დავაკავეთ და პოლიციას გადავეცით. ექიმების ინფორმაციით, ტატიანას სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს", - ნათქვამია "ეხო მოსკვის" განცხადებაში.

სამართალდამცავ ორგანოებში "ეხო მოსკვის" რედაქციაზე თავდასხმის შესახებ ინფორმაციაა დაადასტურეს.

"უცნობმა პირმა ჟურნალისტი ყელის არეში დაჭრა. ის დაკავებულია და დაკითხვაზეა გადაყვანილი. დანაშაულის მოტივი დგინდება", - განაცხადა "ტასის" წყარომ.

myquiz