შვეიცარიაში ნაჯახით შეიარაღებული ახალგაზრდა გამვლელებს თავს დაესხა | Allnews.Ge

შვეიცარიაში ნაჯახით შეიარაღებული ახალგაზრდა გამვლელებს თავს დაესხა

შვეიცარიაში, ნაჯახით შეიარაღებული ლატვიური წარმოშობის 17 წლის ახალგაზრდა გამვლელებს დაესხა თავს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Blick იუწყება.

მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა ჯერ სკვერში მოსეირნე ადგილობრივებს დაესხა თავს და რამდენიმე მათგანი დაჭრა. როდესაც გამვლელებმა მისი დაკავება სცადეს, ის გატაცებული მანქანით გაიქცა. ამის შემდეგ ახალგაზრდა ავტოგასამართ სადგურთან მდებარე მაღაზიასაც დაესხა თავს, სადაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს დაიჭრა. თავდამსხმელი დაკავებულია და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაშავებულთა ზუსტი რიცხვი და ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

პოლიციის ინფორმაციით, დანაშაულის მიზეზები ახლა დგინდება, მაგრამ ტერორიზმთან კავშირს სამართალდამცველები გამორიცხავენ.

myquiz