ინგლისში შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა | Allnews.Ge

ინგლისში შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა

დიდი ბრიტანეთის ქალაქ ნანითონში, გასართობ ცენტრში შეიარაღებულმა მამაკაცმა მძევლები აიყვანა. ამის შესახებ "მირორი" თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება.

პოლიცია ამ დროისთვის დეტალებს არ ასაჯაროვებს, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდებს, შემთხვევის ადგილის მიმდებარედ გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.

ზოგიერთი თვითმხილველი აცხადებს, რომ მეზობელი შენობების დატოვებას ვერ ახერხებენ.

myquiz