იტალიის ორ რეგიონში ავტონომიების გაფართოების საკითხზე რეფერენდუმი ტარდება | Allnews.Ge

იტალიის ორ რეგიონში ავტონომიების გაფართოების საკითხზე რეფერენდუმი ტარდება

იტალიის ორ ყველაზე მდიდარ რეგიონში, ლომბარდიასა და ვენეტოში, ავტონომიების გაფართოების საკითხზე რეფერენდუმები ტარდება. ამის შესახებ ANშA იუწყება.

რეფერენდუმებს იურიდიული ძალა არ აქვთ და ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს ნებართვით ტარდება, ვინაიდან მსგავსი საკითხების რეფერენდუმზე გამოტანის უფლება იტალიის კონსტიტუციით არის გარანტირებული.

რეგიონების ლიდერები უსაფრთხოების, მიგრაციის, განათლებისა და გარემოს დაცვის სფეროებში ადგილობრივი ხელისუფლებისთვის უფლებამოსილების გაზრდას ითხოვენ.

ლომბარდიასა და ვენეტოში იტალიის მოსახლეობის თითქმის 25% ცხოვრობს, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 30% სწორედ ამ ორ რეგიონზე მოდის.

myquiz