სომალიში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა | Allnews.Ge

სომალიში აფეთქების შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა

სომალიში, დედაქალაქ მოგადიშოდან 40 კილომეტრში მდებარე დასახლებულ პუნქტ დანიგაში, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "როიტერსი" წერს.

სააგენტოს ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა გზის პირას იყო განლაგებული. აფეთქების მომენტში მოწყობილობას ფერმერების ავტობუსმა ჩაუარა.

შემთხვევაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით რეგიონში მოქმედ არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

   

myquiz