მალტის მთავრობამ ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიებისთვის ჯილდოდ 1 მილიონი ევრო დააწესა | Allnews.Ge

მალტის მთავრობამ ჟურნალისტის მკვლელობის გამოძიებისთვის ჯილდოდ 1 მილიონი ევრო დააწესა

მალტის მთავრობამ ჟურნალისტის დაფნე კარუანა გალიციას მკვლელობის გამოძიებისთვის ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაციის სანაცვლოდ 1 მილიონი ევროს ოდენობის ჯილდო დააწესა. ამის შესახებ სააგენტო AFP წერს.

მალტის მთავრობა უზრუნველყოფს ყველა იმ პირის დაცვას, ვინც გამოძიებას ჟურნალისტის მკვლელობაზე რაიმე ინფორმაციას მიაწვდის.

"ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შემთხვევაა და განსაკუთრებულ ზომებს მოითხოვს - სამართალმა ნებისმიერ ფასად უნდა იზეიმოს", - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მალტის პოლიცია მტკიცებულებების შეგროვებას განაგრძობს. გამომძიებლები სიგარეტის ნამწვებს იკვლევენ, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა იმ პირის დაგდებული იყოს, ვინც ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.

53 წლის ჟურნალისტი და ბლოგერი დაფნე კარუანა გალიცია 16 ოქტომბერს საკუთარ ავტომობილში დისტანციურად მართვად ასაფეთქებელ მოწყობილობას ემსხვერპლა.

დაფნე კარუანა გალიცია ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯოზეფ მუსკატს და მის მეუღლეს კორუფციაში ადანაშაულებდა.

myquiz