20-დღიანი პატიმრობის დროს 20 წიგნი წავიკითხე, ყირგიზულ ენაზე რამდენიმე სიტყვა ვისწავლე და 80 ლიტრი ჩაი დავლიე - ალექსეი ნავალნი | Allnews.Ge

20-დღიანი პატიმრობის დროს 20 წიგნი წავიკითხე, ყირგიზულ ენაზე რამდენიმე სიტყვა ვისწავლე და 80 ლიტრი ჩაი დავლიე - ალექსეი ნავალნი

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20-დღიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდა. ამის შესახებ მან Instagram-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"გამოვედი. 20 დღეში 20 წიგნი წავიკითხე, ყირგიზულ ენაზე რამდენიმე სიტყვა ვისწავლე, 80 ლიტრი ჩაი დავლიე და სულ მცირე 60-ჯერ მოვუსმინე რადიოში ერთსა და იმავე სიმღერას. მზად ვარ სამუშაოდ", - დაწერა ნავალნიმ.

29 სექტემბერს ალექსეი ნავალნი საკუთარი სახლის სადარბაზოში დააკავეს, როდესაც ის ნიჟნი ნოვგოროდში მიტინგზე მიემართებოდა, რის შემდეგაც ის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და ადმინისტრაციული ოქმი შეადგინეს.

3 ოქტომბერს მოსკოვის სიმონოვის რაიონულმა სასამართლომ ალექსეი ნავალნის მიტინგებისა და დემონსტრაციების ჩატარების ორგანიზების წესის მრავალჯერადი დარღვევისთვის 20-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

myquiz