მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ პარლამენტის შენობიდან არ უნდა გამოვუშვათ დეპუტატები, ვიდრე ისინი მხარს არ დაუჭერენ ხალხის მოთხოვნებს | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ პარლამენტის შენობიდან არ უნდა გამოვუშვათ დეპუტატები, ვიდრე ისინი მხარს არ დაუჭერენ ხალხის მოთხოვნებს

კიევში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ დეპუტატებს პარლამენტის შენობიდან იქამდე არ გამოუშვებენ, ვიდრე ისინი დეპუტატთა იმუნიტეტის მოხსნის და ანტოკორუფციული სასამართლოს შექმნის შესახებ კანონებს არ მიიღებენ. აღნიშნულისკენ მათ ასევე მოუწოდა "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა.

"16:00 საათის შემდეგ მიტინგი გაგრძელდება. ჩვენ არ უნდა გამოვუშვათ პარლამენტის შენობიდან დეპუტატები, ვიდრე ისინი მხარს არ დაუჭერენ ხალხის ნებას, მაგრამ ეს მშვიდობიანად უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, 16:00 საათისთვის დაგეგმილია საპროტესტო აქციის მონაწილეების მთავარი შეკრება.

ამ დროისთვის უკრაინის პარლამენტის შენობასთან ათასამდე პოლიციელია მობილიზებული.

myquiz