როგორ გამოიყურება რაქა "ისლამური სახელმწიფოსგან" გათავისუფლების შემდეგ | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება რაქა "ისლამური სახელმწიფოსგან" გათავისუფლების შემდეგ

კოალიცია "დემოკრატიული სირიის ძალებმა" ქალაქი რაქა ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებისგან გაათავისუფლა. ამის შესახებ საააგენტო AFP-ს კოალიციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ტალალ სილომ განუცხადა.

"ოპერაცია დასრულებულია, ქალაქი "დემოკრატიული სირიის ძალების" სრული კონტროლის ქვეშ იმყოფება", - განაცხადა მან.

რაქას შტურმი კოალიციამ 6 ივნისს დაიწყო. კოალიცია "დემოკრატიული სირიის ძალები" აშშ-ის მხარდაჭერით სარგებლობს, მისი მებრძოლების უმრავლესობას კი ქურთები შეადგენენ.

"ისლამურ სახელმწიფოს" რაქა სირიაში საკუთარ დედაქალაქად ჰქონდა გამოცხადებული.

 

 

myquiz