კატალონიაში საპროტესტო აქციებზე ასი ათასობით ადამიანი გამოვიდა | Allnews.Ge

კატალონიაში საპროტესტო აქციებზე ასი ათასობით ადამიანი გამოვიდა

გუშინ საღამოს კატალონიური ქალაქების ქუჩებში საპროტესტო აქციებზე ასი ათასობით ადამიანი გამოვიდა. ისინი დამოუკიდებლობის მოძრაობის ორი გავლენიანი ლიდერის წინასწარ პატიმრობას აპროტესტებდნენ. ამის შესახებ El Pais წერს.

ბარსელონაში, სამოქალაქო გვარდიის მონაცემებით, ქუჩაში 200 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. ისინი ორშაბათს დაკავებული ორი მთავარი საზოგადოებრივი ორგანიზაციის, კატალონიის ეროვნული ასამბლეის და ორგანიზაცია "საერთო კულტურის" ხელმძღვანელების - ჟორდი სანჩესის და ჟორდი კუიშარის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

"კატალონიელო პატიმრებო, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ სახლებში დაბრუნდეთ", - სკანდირებდნენ აქციის მონაწილეები, რომლებსაც პროტესტის ნიშნად დანთებული სანთლები ეკავათ.

აქციის მონაწილეებს ჰქონდათ ტრანსპარანტები ლოზუნგებით "თავისუფლება ჟორდის, ესპანეთის პოლიპატიმრებს", "დაეხმარეთ კატალონიას", "გადაარჩინეთ ევროპა" და "რესპუბლიკა - ახლა".

myquiz