მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკო უნდა დაფიქრდეს გადადგომაზე | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკო უნდა დაფიქრდეს გადადგომაზე

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადადგომისკენ მოუწოდა.

შესაბამისი განცხადება მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

"თუ დღის ბოლომდე ეს ხალხი გადაწყვეტილებას არ მიიღებს ხალხის სასარგებლოდ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს შემდეგ მოთხოვნაზე. ვიდრე პოროშენკო იქნება, ადგილი არ ექნება პროგრესს, კორუფციასთან ბრძოლას. ვიდრე პოროშენკო იქნება, სიღარიბე იქნება", - განაცხადა მან.

მისი თქმით, ეს მისი რჩევაა და არა ულტიმატუმი.

"თუ პოროშენკო დღეს თქვენს ხმას არ გაიგონებს, მაშინ ჩვენ სხვა ადგილას გადაადგილება მოგვიწევს. კიეველებს მოვუწოდებ, სამსახურის შემდეგ შემოგვიერთდნენ. თუ არანაირი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული ხალხის სასარგებლოდ, პოროშენკო უნდა დაფიქრდეს გადადგომაზე. მას კიდევ აქვს დრო! ეს ჩემი ულტიმატუმი არ არის! ეს ჩემი რჩევაა!" - დასძინა მან.

კიევში უკრაინის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ დროისთვის აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი იღებს მონაწილეობას. ისინი დეპუტატების ხელშეუხებლობის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას და ასევე ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას ითხოვენ.

აღნიშნულ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, პოლიციამ სამთავრობო უბანში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა გააძლიერა და ცენტრალურ ქუჩებზე მოძრაობა გადაკეტა.

myquiz