"პროფესიონალი ქვრივი", რომელსაც დაქორწინების შემდეგ, ქმრები სირიაში საბრძოლველად მიჰყავდა | Allnews.Ge

"პროფესიონალი ქვრივი", რომელსაც დაქორწინების შემდეგ, ქმრები სირიაში საბრძოლველად მიჰყავდა

რუსმა მესაზღვრეებმა საქართველო-რუსეთის საზღვარზე პოტენციური ტერორისტების გადაბირებაში ეჭვმიტანილი ქალი დააკავეს, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის სასაზღვრო სამმართველოს პრესსამსახურში განაცხადეს.

"ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე დაკავებულია ქალი, რომელიც საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ის ახალგაზრდების ტერორისტულ საქმიანობაში ჩაბმასა და მათი სირიაში გამგზავრების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი. დაკავებული ქალის მიერ გადაბირებულ პირებს შორის რუსეთის მოქალაქეებიც იყვნენ", - ნათქვამია განცხადებაში.

"თავისი ასაკის მიუხედავად, ის სრულად დაეუფლა ინტერნეტ-მიმოწერისა და ფსიქოლოგიური მანიპულირების უნარებს. ცოლ-ქმრული ურთიერთობების დამყარების საბაბით ის ახალგაზრდა მამაკაცებს ექსტრემისტული ხასიათის რადიკალურ იდეებს აცნობდა. "თაფლობის თვის" ნაცვლად ახლად შეუღლებულს სირიაში გამგზავრება და უკანონო შეიარაღებული ფორმირებებში გაწევრიანება ელოდა", - აღნიშნავენ უწყებაში.

მესაზღვრეების ინფორმაციით, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად გაირკვა, რომ დაკავებული ქალის პირველი მეუღლე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების ზონაში მოკლეს. "მეუღლის გარდაცვალების შემდეგ „პროფესიონალმა ქვრივმა" გადაწყვიტა ჯიჰადი საკუთარი ცხოვრების მიზნად ექცია", - აღნიშნულია განცხადებაში.

myquiz