კალიფორნიის შტატში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა | Allnews.Ge

კალიფორნიის შტატში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა

კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთში ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა.ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Associated Press ავრცელებს.

სააგენტოს შეფასებით, კალიფორნიაში ტყის ხანძრების შედეგად ამდენი ადამიანი არასოდეს დაღუპულა.

ბოლო მონაცემებით, ხანძრების შედეგად 5,7 ათასი სახლია განადგურებული. 90 ათასი ადამიანი ევაკუირებულია. ამჟამად ხანძრის 17 კერაა, რომლის ლოკალიზებაში ცხრა ათასი მერხანძრე მონაწილეობს.

კალიფორნიის შტატის რვა ოლქში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მიმდინარეობს 400-მდე ადამიანის ძებნა.

კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ხანძარი 10 ოქტომბერს გაჩნდა.

myquiz