აშშ ვერ შეძლებს ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმების ანულირებას - ირანის პრეზიდენტი | Allnews.Ge

აშშ ვერ შეძლებს ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმების ანულირებას - ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ განაცხადა, რომ აშშ ვერ შესძლებს ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების ცალმხრივად ანულირებას.

"ვერც ერთი პრეზიდენტი ვერ შესძლებს საერთაშორისო შეთანხმების გაუქმებას, რომელმაც გაერო-ს მხარდაჭერა მიიღო", - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა სატელევიზიო მიმართვაში.

"ეს არ არის ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმება. შესაბამისად, მისი გაუქმება შეუძლებელია", - აღნიშნა მან.

ირანის პრეზიდენტმა ასევე გამორიცხა შეთანხმების პირობების ცვლილების შესაძლებლობა.

"აშშ-iს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს სურს შეთანხმებაში ახალი დებულებების შეტანა. თუმცა, მან არ იცის, რომ ამ შეთანხმებაში ახალი პუნქტების დამატება შეუძლებია", - აღნიშნა ჰასან რუჰანიმ.

გუშინ, აშშ-iს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის აშშ ირანის ბირთვული პროგრამის შეთანხმებიდან გაიყვანოს ნებისმიერ მომენტში, თუ შეთანხმებაში ცვლილებები არ შევა.

myquiz