აშშ-ი UNESCO-ს ტოვებს | Allnews.Ge

აშშ-ი UNESCO-ს ტოვებს

ამერიკის შეერთებული შტატები UNESCO-ს ტოვებს, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება არ იყო იოლი. ეს გადაწყვეტილება ასახავს აშშ-ის შეშფოთებას იუნესკოში ფუნდამენტური რეფორმის განხორციელების საჭიროებით და ანტი ისრაელური მიკერძოებულობით", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჰეზერ ნაუერტმა.

გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 31 დეკემბერს შევა. აღსანიშნავია, რომ აშშ დამკვირვებლის სტატუსს შეინარჩუნებს.

იუნესკო-ს გენერალურმა მდივანმა ირინა ბოკოვამ ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილების გამო მწუხარება გამოთქვა.

myquiz