კარლეს პუჩდემონი - კატალონიის ლიდერი, რომელიც ესპანეთის გახლეჩვას ცდილობს | Allnews.Ge

კარლეს პუჩდემონი - კატალონიის ლიდერი, რომელიც ესპანეთის გახლეჩვას ცდილობს

კატალონიის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, რომელიც 1 ოქტომბერს ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველი გახდა, კარლეს პუჩდემონის მმართველობამდე გაცილებით ადრე ჩაისახა. თუმცა ფრთები სწორედ პუჩდემონის დროს შეისხა. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის სურვილი, გამოსულიყო ესპანეთის შემადგენლობიდან იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ის თავისი პოლიტიკური კარიერის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებასაც არ მოერიდა.

ესპანეთის კანონმდებლობისა და კონსტიტუციის მიუხედავად, პუჩდემონმა განაცხადა, რომ კატალონია დამოუკიდებლობას უახლოეს დღეებში გამოაცხადებს. როგორც ცნობილია, მას სხვა სახელმწიფოების მხარდაჭერის იმედი აქვს.

მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთის მოკავშირეების - ბრიუსელისა და ვაშინგტონის, თვალში აღნიშნული წამოწყება კრახისთვისაა განწირული, ერთი შეხედვით, თავმდაბალი მცხობელის შვილი, როგოც ჩანს, თავისი მიზნის ბოლომდე მიყვანს მაინც გეგმავს. 

კატალონიის მთავრობის მეთაური 1962 წელს ქალაქ ამერში ფრანცისკო ფრანკოს დიქტატორული მმართველობის პერიოდში დაიბადა. ის სასულიერო სკოლა-ინტერნატში სწავლობდა და განათლებას ესპანურ ენაზე იღებდა, თუმცა როგორც ბევრი მისი თანატოლი, ოჯახში კატალონიურად საუბრობდა.

ხუან მატამალის თქმით, რომელიც იმავე სკოლაში სწავლობდა, რომელშიც კატალონიის მთავრობის მომავალი მეთაური, პუჩდემონი იყო ახალგაზტრდა, რომელთანაც საერთო ენის გამონახვა ყველას უადვილდებოდა, მათ შორის, უფროსი კლასის მოსწავლეებს. ხუანის თქმით, ახალგაზრდა პუჩდემონი ბუნებით ლიდერი არ იყო, თუმცა იმ ადამიანების კატეგორიას ნამდვილად ეკუთვნოდა ვისი დავიწყებაც რთულია.

კარლესი განსაკუთრებულ ინტერესს მშობლიური ენისადმი იჩენდა. კატალონიის ფილოლოგიას ჟირონის უნივერსიტეტშიც სწავლობდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ის ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის რედაქტორად დანიშნეს.

როგრც ჩანს, ჟურნალისტიკა კარლეს პუჩდემონის საბოლოო მოწოდება არ აღმოჩნდა, რადგან მან პოლიტიკაში გადაინაცვლა და 2011-2016 წლებში საზოგადოებას ჟირონის მერად მოევლინა, რის შემდეგაც პირდაპირ კატალონიის მთავრობის წევრი და მისი მეთაური გახდა.

აღსანიშნავია, რომ ის ერთნაირი პოპულარობით სარგებლობს საზოგადოების ნებისმიერ ფენაში. თავიდან მისი მხარდამჭერები საზოგადოების დაბალი ფენის წარმომადგენლები იყვნენ, თუმცა პუჩდემონმა პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში თავის დამკვიდრება და თანამოაზრეების შემოკრება მალევე შეძლო.

"პუჩდემონმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია კატალონიის დღევანდელ მდგომარეობაზე"

განაცხადა კატალონიის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ მონტს დაბანმა და განმარტა, რომ პუჩდემონი კატალონიის მოსახლეობისთვის სასიამოვნო სიურპრიზი გახდა.

თუმცა ოფიციალური მადრიდის გადმოსახედიდან კატალონიის მთავრობის მეთაურის ქმედებებმა სიტუაცია კრიტიკულ ნიშნულამდე მიყვანეს.

"დემოკრატია არ ნიშნავს მხოლოდ ხმის მიცემის უფლებას, რეფერენდუმები დიქტატურის პირობებშიც ტარდებოდა"- განაცხადა "ბიბისი"-სთან ინტერვიუში ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელმა.- "დემოკრატია მხოლოდ კანონის მოთხოვნების შესაბამისად ჩატარებულ ხმის მიცემის პროცესში ვლინდება."

ცენტრალური ხელისფლების მხრიდან წამოსული კრიტიკის მიუხედავად, პუჩდემონი დამოუკიდებლობაზე სულ უფრო რადიკალური და მტკიცე ტონით საუბრობს, ვიდრე მისი გაცილებით ფრთხილი წინამორბედი არტურ მასი, რომელიც საცდელი რეფერენდუმის ჩატარებას 2014 წელს გეგმავდა.

"მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ იმის უფლება რომ მოგვისმინონ. მაგრამ სულ უფრო მეტად მიჭირს იმის გაგება, რატომ არ აინტერესებთ, რა ხდება აქ. მათ არასდროს არ სურდათ ჩვენი მოსმენა"-განაცხადა პუყჩდემონმა რეფერენდუმის დასრულებისთანავე.

"როგორ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ევროპა დემოკრატიის სამოთხეა, როდესაც ჩვენთან უმოწყალოდ ცემენ ადამიანებს, მათ შორის, ხანში შესულ ქალებს, რომლებსაც ამასთანავე არანაირი კანონდარღვევა არ ჩაუდენიათ? ჩვენ არ ვყოფილვართ მსგავსი სასტიკი მოპყრობის მოწმეები ფრანკოს დიქტატორობის შემდეგ-" განაცხადა კატალონიის ლიდერმა.

მალაგის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორის მანუელ არიას მალდონალდოს განმარტებით, პუჩდემონი, შესაძლოა, არის ყველაზე საშიში ადამიანი ესპანეთში, იმიტომ რომ ის დამოუკიდებლობის ცალმხრივად აღიარებისკენ ისწრაფვის.

myquiz