კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ ისტორიის განმავლობაში ყველაზე მკაცრ ზომებს გაატარებს | Allnews.Ge

კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ ისტორიის განმავლობაში ყველაზე მკაცრ ზომებს გაატარებს

ფხენიანში აშშ-ის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში ათობით ათასი ადამიანი ჩანს, რომლებიც მხარს ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის პოლიტიკას უჭერენ.

ჩრდილოეთ კორეის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, აქციას 100 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო. კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა აშშ-ის წინააღმდეგ, ისტორიის განმავლობაში ყველაზე მკაცრ ზომებს გაატარებს, რადგან მათ დონალდ ტრამპი დაემუქრა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეშლილი უწოდა. "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე კი ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით გაკეთებულ ბოლო განცხადებაში, დონალდ ტრამპი წერს, რომ "გაეროს სხდომაზე ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის საუბარი მოისმინა და მან კიმ ჩენ ინის შეხედულებები გააჟღერა, ცოტა ხანში კი ისინი საერთოდ აღარ იქნებიან".

რა სურს სინამდვილეში კიმ ჩენ ინს

დონალდ ტრამპი - თუ კიმ ჩენ ინი რამეს მოიმოქმედებს, ჩრდილოეთ კორეაში ის მოხდება, რაც აქამდე არავის უნახავს

myquiz