მექსიკის სანაპიროსთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა | Allnews.Ge

მექსიკის სანაპიროსთან კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

მექსიკის სანაპიროსთან 5,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახური იტყობინება. მიწისძვრა 14:38 საათზე დაფიქსირდა.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ქალაქ პარედონიდან სამხრეთ-დასავლეთით 48 კილომერტში მდებარეობდა.

მექსიკაში 19 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 295-ს მიაღწია. ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ავარიულ-სამაშველოსამსახურის ხელმძღვანელმა ლუის ფელიპე პუენტემ განაცხადა.

მისი თქმით, მეხიკოს შტატში დაღუპულია 157 ადამიანი, მორელოსში - 73, პუებლაში - 45, ედომექსში - 13, გერეროში - 6, ოახაკაში კი 1.

მაშველები გადარჩენილთა ძებნას აგრძელებენ. ამ დროისთვის ნანგრევების ქვეშ დარჩენილი 69 ადამიანი გამოიყვანეს.

19 სექტემბერს მომხდარი მიწისძვრის სიმძლავრემ 7,1 მაგნიტუდა შეადგინა. ადგილობრივი სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ 34 განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქირდა, რომელთა შორის ყველაზე ძლიერი 4,0 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

myquiz