კოლუმბიაში 7 ტონა კოკაინი ამოიღეს | Allnews.Ge

კოლუმბიაში 7 ტონა კოკაინი ამოიღეს

კოლუმბიის ხელისუფლებამ 7 ტონა კოკაინის კონფისკაციის შესახებ განაცხადა. "ქალაქ აპარტადოში საზოგადოებრივმა ძალებმა 7 ტონა კოკაინის ქლორჰიდრატი ამოიღეს, რომელიც დანაშაულებრივ დაჯგუფებას "ზალივას კლანს" ეკუთვნოდა", - ამის შესახებ კოლუმბიის თავდაცვის სამინისტროს "ტვიტერის" მიკრობლოგში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, ნარკოტიკული ნივთიერება დამალული იყო ხილის ლეგალურ ტვირთში, რომელიც ცენტრალურ ამერიკაში კონტეინერებით უნდა ჩაეტანათ.

კოლუმბიის თავდაცვის სამინისტრო ვარაუდობს, რომ ნიუ-იორკის ქუჩებში კოკაინის ეს პარტია დაახლოებით 200 მილიონ დოლარად გასაღდებოდა.

myquiz