ამჯერად პუერტო რიკო - ქარიშხალი "მარია" კუნძულს ანადგურებს | Allnews.Ge

ამჯერად პუერტო რიკო - ქარიშხალი "მარია" კუნძულს ანადგურებს

ქარიშხალმა "მარიამ" უკვე პუერტო რიკოს მიაღწია. ამერიკული მედიის ცნობით, აშშ-ის შემადგენლობაში მყოფი კუნძული, რომელზეც 3,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

აშშ-ის ქარიშხლების ეროვნული ცენტრის ცნობით, საშინელი სტიქია კუნძულს ანადგურებს. კუნძულზე დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, ხიდები, ელექტროგადამცემი ხაზები.

პუერტო რიკოს გუბერნატორის, რიკარდო როსელოს განცხადებით, დაღუპულია ერთი ადამიანი. გუბერნატორი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს კუნძული სტიქიის ზონად გამოაცხადოს.

ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობას ურჩევს სახლში დარჩნენ.

აღსანიშნავია, რომ ქარიშხალმა "მარიამ" პუერტო რიკომდე დომინიკის რესპუბლიკას გადაუარა.

ქარიშხალი "მარია" დომინიკის რესპუბლიკას ანადგურებს - იხილეთ ვიდეოკადრები

 

myquiz