ჩრდილოეთკორეელმა მაღალჩინოსანმა დონალდ ტრამპის განცხადებებს "ძაღლის ყეფა" უწოდა | Allnews.Ge

ჩრდილოეთკორეელმა მაღალჩინოსანმა დონალდ ტრამპის განცხადებებს "ძაღლის ყეფა" უწოდა

ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა რი იონგ ჰომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ მისი ქვეყნის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს "ძაღლის ყეფა' უწოდა. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება.

"არსებობს ასეთი გამოთქმა: "ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის", - განუცხადა რიმ ნიუ-იორკში გაერო-ს შენობის წინ შეკრებილ ჟურნალისტებს.

"ტრამპმა თავისი ყეფით ვერ გაგვაკვირვა", - დასძინა მან.

3 სექტემბერს ჩრდილოეთ კორეამ ბირთვული იარაღის მეექვსე და ყველაზე დიდი ცდა ჩაატარა. დონალდ ტრამპმა გაერო-ში გამოსვლისას ფხენიანის ლიდერ კიმ ჩენ ინს ”ადამიანი-რაკეტა” უწოდა და განაცხადა, რომ აშშ-სა და მისი მოკავშირეებისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეას ”ტოტალური განადგურება” ელოდება.

ამერიკის პრეზიდენტმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს "ადამიანი რაკეტა" უწოდა

myquiz