5 ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ახსენა | Allnews.Ge

5 ქვეყნის პრეზიდენტი, რომელმაც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ახსენა

ესტონეთის, ლიტვის, პოლონეთის, სლოვაკეთის და თურქეთის პრეზიდენტებმა გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნაზე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირეს მხარი. ხუთი ქვეყნის ლიდერმა თავის გამოსვლაში ახსენა საქართველო. civil.ge-ზე დაყრდნობით გთავაზობთ ამონარიდებს მათი სიტყვით გამოსვლიდან.

ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი: "აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესია საკმაოდ დიდ ადამიანურ დანაკარგს იწვევს. მას ეწირებიან ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის წევრებიც. ყირიმი რჩება იკუპირებულად ისევე, როგორც საქართველოს ნაწილი. კონფლიქტები ჭიანურდება დნესტრისპირეთსა და მთიან ყარაბაღშიც."

ლიტვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე: "მიუხედავად რუსეთის განსაკუთრებული პასუხისმგებლობისა, რომ დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა როგორც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმა წევრმა, მან საქართველოზე შეტევით, ყირიმის არალეგალური ანექსიით და აღმოსავლეთ უკრაინაში ომში პირდაპირი მონაწილეობით გაეროს წესდება დაარღვია."

პოლონეთის პრეზიდენტი ანჟეი დუდა: "პოლონეთსაც სურს, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო წესრიგის მშენებლობაში, რომელიც პოლიტიკური სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ერთიანობის პრინციპებზე იქნება დაფუძნებული. ამ პრინციპების შელახვის ნებისმიერი მცდელობა მისი წარმატება-წარუმატებლობის მიუხედავად, საერთოდ ნდობას შეასუსტებს. ჩვენ მოწმეები ვართ, თუ როგორ ცხადად ირღვევა გაეროს წესდების ფუნდამენტალური პრინციპები თითქმის 10 წელია საქართველოში და მესამე წელია უკრაინაში".

სლოვაკეთის პრეზიდენტი ანდრეი კისკა: "ჩვენ მოწმეები ვართ წინდაუხედავი ინტერესისა, რომელიც არასტაბილურობის გავრცელებას და მშვიდობისა და უსაფრთოხების დაცვის კოლექტიური მცდელობის ძირის გამოთხრას გულისხმობს. გაეროს წესდების ძირითადი ნაწილი, რომელიც ერების მშვიდობიანი თანაარსებობის დაცვას გულისხმობს, ეგოისტური მიზნითაა დარღვეული. ეს სახიფათო თამაშია, რომელსაც ტრაგიკული შედეგი მოჰყვება. ამას მთელი ევროპა ნახავს. უკრაინამ, საქართველომ და მოლდოვამ კარგად იციან მშვიდობის ფასი. მათ კარგად იციან აგრესიული მეზობლის მიერ მათი სუვერენიტეტის დარღვევით გამოწვეული ტკივილი. მეზობლის, რომელიც ფიქრობს, რომ წესები მას არ ეხება."

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: "სამხრეთ კავკასიაში საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიული მთლიანობა რეგიონის სტაბილურობის საწინდარია. სწორედ ამიტომ გვჭირდება, რომ უფრო მეტი ვიმუშაvოთ მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარებაზე."

გაეროს ასამბლეიის ყოველწლიურ დებატებზე მსოფლიო ლიდერები გაეროს სათავო ოფისში გლობალური საკითხებზე მსჯელობენ. საქართველოს პრემიერ მინისტრი სიტყვით 21 სექტემბერს გამოვა.

myquiz