ქარიშხალი "მარია" დომინიკის რესპუბლიკას ანადგურებს - იხილეთ ვიდეოკადრები | Allnews.Ge

ქარიშხალი "მარია" დომინიკის რესპუბლიკას ანადგურებს - იხილეთ ვიდეოკადრები

ქარიშხალმა "მარიამ" კარიბის ზღვაში მდებარე კუნძულ დომინიკას სერიოზული ზიანი მიაყენა.

"ჩვენ დავკარგეთ ყველაფერი, რისი ყიდვაც ფულით შეიძლებოდა", - დაწერა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე დომინიკას პრემიერ-მინისტრმა რუზველტ სკერიტმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქარის შედეგად ძალიან ბევრი სახლი დარჩა სახურავის გარეშე, მათ შორის პირადად მისი სახლიც.

"ყველაზე მეტად მე მეშინია იმის, რომ დილით დაშავებულების და დაღუპულების შესახებ შევიტყობ, რაც შეიძლება უწყვეტი წვიმებით გამოწვეული მეწყრების მიზეზით მოხდეს", - წერს რუზველტ სკერიტი.

მისი თქმით, ახლა მთავარი პრიორიტეტი დაშავებულებისთვის დახმარების აღმოჩენა და იმ ადამიანების გადარჩენაა, რომლებიც ქარიშხლის გამო საკუთარ სახლებს ვერ ტოვებენ.

დომინიკას პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ყველა მეგობარ ქვეყანას და ორგანიზაციას, რომლებსაც ვერტმფრენები აქვთ, დაეხმარონ კუნძულს, რომლის მოსახლეობაც 70 ათასს შეადგენს.

myquiz