რამდენი იქნება აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტი 2018 წელს | Allnews.Ge

რამდენი იქნება აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტი 2018 წელს

აშშ-ის სენატმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა კანონს, რომლის მიხედვითაც 2018 წელს სამხედრო ხარჯებისთვის 692 მილიარდი დოლარი იქნება გამოყოფილი, მაშინ როდესაც 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტი 619 მილიარდ დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ გამოცემა "დოიჩე ველე" წერს.

კანონს მხარი 89 სენატორმა დაუჭირა, მოწინააღმდეგეთა შორის კი მხოლოდ 8 სენატორი აღმოჩნდა. 640 მილიარდი დოლარი პენტაგონის ბიუჯეტში წავა, დანარჩენი თანხა კი, სამხედრო მისიების ხარჯებისთვის იქნება განკუთვნილი.

ივლისში აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ კანონის საკუთარი ვერსია მიიღო. ახლა ორივე პალატას კომპრომისის მოძებნა მოუწევს, რის შემდეგაც კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება.

myquiz