ლონდონის ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულის პირველი ფოტოები გავრცელდა | Allnews.Ge

ლონდონის ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულის პირველი ფოტოები გავრცელდა

ბრიტანულ მედიაში ლონდონის მეტროს სადგურ "პარსონს გრინში" მომხდარი ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულის პირველი ფოტოსურათები ვრცელდება.

გამოცემა Skynews-ის ინფორმაციით, შაბათს, ღამით, ერთ-ერთ მაღაზიაში პოლიციელების მიერ დაკავებული პირი 21 წლის იაჰია ფარუხია.

კიდევ ერთი ბრალდებული, 18 წლის მამაკაცი პოლიციამ შაბათს დილით დააკავა. სამართალდამცველების ინფორმაციით, სწორედ მან განათავსა პარასკევს მეტროს ვაგონში მოწყობილობა, რომლის აფეთქების შედეგადაც 30 ადამიანი დაშავდა.

ორივე ახალგაზრდა ბრიტანელი წყვილის, პენელოპა და რონალდ ჯონსების სახლში ცხოვრობდა. ჯონსების წყვილი საყოველთაოდ არის ცნობილი და უკანაკსნელი 40 წლის მანძილზე მათ 300-მდე ბავშვი, მათ შორის 8 ლტოლვილი აღზარდეს.

2010 წელს პენელოპა და რონალდ ჯონსებს ბრიტანეთის იმპერიის ორდენებიც კი გადაეცა.

 

myquiz