მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის ხელისუფლება პროვოკაციებს მიმზადებს | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის ხელისუფლება პროვოკაციებს მიმზადებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, რომ უკრაინის ხელისუფლება უკრაინაში მის დაბრუნებამდე პროვოკაციებს ამზადებს.

"ისინი რაღაც პროვოკაციებს მიმზადებენ. არ გამიკვირდება თუ მომდევნო დღეებში "ფე-ეს-ბეს" აგენტად ან გენერლად, პუტინის საუკეთესო მეგობრად გამომაცხადებენ", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უკრაინის ხელისუფლებამ იუსტიციის სამინისტროს დაავალა მისი საქართველოში ექსტრადირების საკითხი შეისწავლონ. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება მას ემუქრება, გარდა ამისა პოლონეთის ხელისუფლებაზეც წნეხს ახდენს.

დავით სააკაშვილი გაათავისუფლეს

"ვფიქრობ, უფრო გონივრული იქნებოდა მომცენ შესაძლებლობა ყოველგვარი პროვოკაციების გარეშე მივიდე უკრაინულ სასამართლოში, რომ თავი დავიცვა, ასევე შევქმნა პრეცედენტი იმისა, რომ პრეზიდენტის განკარგულებების გასაჩივრება შეიძლება და თუ მართალი ხარ, შეიძლება კიდევაც გაიმარჯვო", - დასძინა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

myquiz