დონალდ ტრამპმა რუსეთი ამერიკის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ არ დაასახელა | Allnews.Ge

დონალდ ტრამპმა რუსეთი ამერიკის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ არ დაასახელა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რუსეთი ამერიკის უსაფრთხოებისთვის საფრთხედ არ მოიხსენია და აღნიშნა, რომ ადრე თუ გვიან ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზება მოხდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ფინეთის პრეზიდენტთან, საული ნიინისტიოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვას, განიხილავს თუ არა ის მოსკოვს საფრთხედ აშშ-ის უსაფრთხოებისთვის, დონალდ ტრამპმა უპასუხა: "სამწუხაროდ, მე ბევრ ქვეყანას განვიხილავ უსაფრთხოებისთვის საფრთხედ".

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, თუ რა ვითარება იქმნება მსოფლიოში, აშშ-ს შეუძლია ყველა საფრთხე დაძლიოს.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ მტკიცედ არის განწყობილი ბალტიისპირეთში თავისი მოკავშირეები და პარტნიორები დაიცვას.

"ბალტიისპირეთი მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ უზრუნველყოფთ ამ რეგიონის დაცვას. ჩვენ იქ შესანიშნავი მეგობრები გვყავს", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აშშ-ს ლიდერის თქმით, ის დარწმუნებულია იმაში, რომ ადრე თუ გვიან აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება მოხდება.

myquiz