ტეხასის შტატში ქარიშხლის გამო მოსახლეობის ევაკუირება მოხდა | Allnews.Ge

ტეხასის შტატში ქარიშხლის გამო მოსახლეობის ევაკუირება მოხდა

აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ როკპორტში მძლავრი ქარიშხალი "ჰარვის" გამო, სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ გამოცემა ABC იუწყება.

აღსანიშნავია, რომ ქარიშხალი "კატრინას" შემდეგ "ჰარვი" ყველაზე მძლავრი ქარიშხალია. სტიქიის ეპიცენტრში მყოფი მოსახლეობის ევაკუირება მოხდა, ხოლო დანარჩენ მოსახლეობას უსაფრთხოების ინსტრუქციები ჩაუტარეს.

აშშ-iს პრეზიდენტმა "ტვიტერის" გვერდის მეშვეობით რამდენჯერმე მიმართა მოსახლეობას ხელისუფლების მითითებები შეასრულონ.

ქარიშხალი დღეს დილით ტეხასის შტატის სანაპირო რაიონებს მიუახლოვდა. ქარიშხალის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 215 კილომეტრს აღწევს.

myquiz