რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ვისაც ჩვენი ერის გახლეჩვა სურს, სასაფლაოზე მივუჩენთ ადგილს | Allnews.Ge

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ვისაც ჩვენი ერის გახლეჩვა სურს, სასაფლაოზე მივუჩენთ ადგილს

თურქეთი არასოდეს მისცემს საშუალებას ქურთ "ბოევიკებს", რომლებსაც ანკარა ტერორისტებად მიიჩნევს, სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ქურთების სახელმწიფო შექმნან. აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

"ჩვენ ვერ მივცემთ საშუალებას "დემოკრატიულ კავშირს" და "სახალხო თავდაცვის დანაყოფებს" ე.წ. სახელმწიფო შექმნან ჩრდილოეთ სირიაში", - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, ტერმინი "ქურთული სახელმწიფოს" გამოყენება "ქურთი ძმების" შეურაცხყოფაა.

"მჯერა, რომ ჩემი ქურთი ძმები არასოდეს დაუშვებენ ჩრდილოეთ სირიაში და სამხრეთ თურქეთში ამგვარი სახელმწიფოს შექმნას. ჩვენ ერთი ერი ვართ ერთი ქვეყნის ფარგლებში. ჩვენ ერთი დროშა, ერთი სამშობლო და ერთი სახელმწიფო გვაქვს. ვისაც ამ ერის გახლეჩვა სურს, სასაფლაოზე მივუჩენთ ადგილს", - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

myquiz