ესტონეთი ევროპაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ითხოვს | Allnews.Ge

ესტონეთი ევროპაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ითხოვს

ესტონეთის პრემიერ-მინისტრი იური რატასი, ესპანეთში, ფინეთში, გერმანიასა და საფრანგეთში, ბოლო პერიოდში განხორციელებული ტერაქტების შედეგად, ევროპაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს. ამის შესახებ მან ტალინში ვიზიტით მყოფ გერმანიის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან შეხვედრაზე ისაუბრა.

რატასის განცხადებით, ევროკავშირის საბჭოში ესტონეთის თავმჯდომარეობა ოპტიმისტურ ტალღაზე დაიწყო. მისივე თქმით, ევროპის ეკონომიკა იზრდება, მცირდება უმუშევრობა, ადამიანები კვლავაც ნდობას უცხადებენ და მხარს უჭერენ ევროკავშირს.

"ამის მიუხედავად, ესპანეთში, ფინეთში, გერმანიასა და საფრანგეთში ცოტა ხნის წინ მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დიდი ძალისხმევა გვმართებს ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს გულისხმობს ტერორიზმთან ბრძოლას, საემიგრაციო ნაკადების ეფექტურ კონტროლს, ასევე ევროკავშირის ახლო მეზობლებთან თანამშრომლობას. ასევე, ეს ეხება იმ ადამიანების სამშობლოში დაბრუნების იძულებას, ვისაც ევროკავშირში ყოფნის უფლება არ გააჩნია", - განაცხადა პრემიერ - მინისტრმა.

myquiz