ჟან-კლოდ იუნკერი - ევროკავშირს არ შეუძლია თავდაცვის კუთხით აშშ-ს იმედი ჰქონდეს | Allnews.Ge

ჟან-კლოდ იუნკერი - ევროკავშირს არ შეუძლია თავდაცვის კუთხით აშშ-ს იმედი ჰქონდეს

ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, ევროკავშირს არ შეუძლია თავდაცვის კუთხით აშშ-ს იმედი ჰქონდეს.

აღნიშნულის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ავსტრიული გამოცემა Tiroler Tageszeitung-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ევროკავშირზე საუბრისას ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ ევროპელების მოსაზრება ევროკავშირზე უმჯობესდება, თუმცა რეგიონი აშშ-ს დაცვისთვის ვერ მიმართავს.

"აშკარა ხდება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ არ შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ ამერიკის თავდაცვის კუთხით მხარდაჭერაზე", - აღნიშნა ჟან-კლოდ იუნკერმა.

myquiz