რუსეთში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო | Allnews.Ge

რუსეთში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

რუსეთში, ქალაქ სურგუტში მომხდარ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სააგენტოზე Amaq დაყრდნობით ავრცელებს.

სურგუტის ცენტრში, გუშინ ნიღბიანმა პირმა ცივი იარაღის გამოყენებით 7 ადამიანი დაჭრა. მათგან 4 მძიმე მდომარეობაშია.

ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თავდამსხმელმა წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც მისი ლიკვიდაცია მოახდინეს.

პირველადი ინფორმაციით, ლიკვიდირებული პირი 1994 წელს არის დაბადებული. სამართალდამცავები ამოწმებენ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

myquiz