დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინმა ძალიან ბრძნული და კეთილგონიერი გადაწყვეტილება მიიღო | Allnews.Ge

დონალდ ტრამპი - კიმ ჩენ ინმა ძალიან ბრძნული და კეთილგონიერი გადაწყვეტილება მიიღო

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიესალმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის "ბრძნულ გადაწყვეტილებას", კუნძულ გუამის მიმართულებით რაკეტების არგაშვების შესახებ.

"ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ძალიან ბრძნული და კეთილგონიერი გადაწყვეტილება მიიღო. ალტერნატივა კატასტროფული და მიუღებელი იქნებოდა!", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" პირად გვერდზე.

გუშინ კიმ ჩენ ინმა სტრატეგიული ძალების შემოწმებისას განაცხადა, რომ მზად არის კიდევ გარკვეული დრო უყუროს "ამერიკელების სულელურ საქციელს", თუმცა რჩევა მისცა ამერიკულ მხარეს, ნათელი გონებით აწონონ ყველა პლუსი და მინუსი და გაიაზრონ, რომ კონფრონტაცია ორივე მხარისთვის არახელსაყრელია.

myquiz