ბილ გეითსმა 4,6 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოწირულობა გასცა | Allnews.Ge

ბილ გეითსმა 4,6 მილიარდი დოლარის ოდენობის შემოწირულობა გასცა

"მაიკროსოფტის" დამფუძნებელმა ბილ გეითსმა თავისი ქონების 5 პროცენტი შემოწირულობის სახით გასცა. უფრო კონკერეტულად კი დონაცია 4,6 მილიარდი დოლარის ოდენობისაა და იგი "მაიკროსოფტის" აქციების სახით გაიცა. მისი მიმღების ვინაობა უცნობია, თუმცა, ვარაუდობენ რომ იგი "გეითსების საქვემლოქმედო ფონდში" გადაირიცხა.

აღსანიშნავია, რომ მილიარდერმა ყველაზე დიდი დონაცია 2000 წელს გასცა, 17 წლის წინ, მან 5 მილიარდი დოლარი "ბილ და მელინდა გეითსების ფონდს" შესწირა.

ბილ გეითსის ქონება 80 მილიარდ დოლარს აჭარბებს. "მაიქროსოფტის" დამფუძნებელი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანია.

myquiz