კიმ ჩენ ინმა ბრძანება გასცა, სამხედროები ნებისმიერ დროს მზად იყვნენ დარტყმის განსახორციელებლად | Allnews.Ge

კიმ ჩენ ინმა ბრძანება გასცა, სამხედროები ნებისმიერ დროს მზად იყვნენ დარტყმის განსახორციელებლად

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ბრძანება გასცა, სამხედროები ნებისმიერ დროს მზად იყვნენ დარტყმა განახორციელონ, თუ ის ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს. ამის შესახებ სააგენტო "როიტერსი" ჩრდილოეთ კორეის მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

კიმ ჩენ ინმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-მა სწორი არჩევანი უნდა გააკეთონ, რათა თავიდან აიცილონ სახიფათო სამხედრო კონფლიქტი.

როგორც კორეის ცენტრალური სააგენტო იუწყება, კიმ ჩენ ინი ასევე გაეცნო შეიარაღებული ძალების გეგმებს გუამისკენ რაკეტის გაშვების თაობაზე.

"აშშ-მა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და აჩვენონ თავისი ქმედებებით, რომ კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის შემცირება და სამხედრო კონფლიქტის არიდება სურთ", - განაცხადა კიმ ჩენ ინმა.

 

რა სურს სინამდვილეში კიმ ჩენ ინს

myquiz