პოლონეთში უამინდობას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა | Allnews.Ge

პოლონეთში უამინდობას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა

პოლონეთში ძლიერ შტორმს მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო მონაცემებით, უამინდობას სულ მცირე 5 ადამიანი ემსხვერპლა, 30-ზე მეტი კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ორი არასრულწლოვანი გოგონაა, რომელთა კარავსაც ღამით ხე დაეცა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დანარჩენი 3 ადამიანიც ხის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

შტორმის შედეგად 170,000-ზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, 800-მდე შენობა კი დაზიანებულია. ძლიერმა შტორმმა ძირითადად პოლონეთის ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონები დააზარალა.

myquiz