რუსი ტურისტები თურქეთში დასვენებაზე უარს კოქსაკის ვირუსის გამო ამბობენ | Allnews.Ge

რუსი ტურისტები თურქეთში დასვენებაზე უარს კოქსაკის ვირუსის გამო ამბობენ

რუსმა ტურისტებმა თურქეთში დასვენება გადაიფიქრეს და ტუროპერატორებს ჯავშნების გასაუქმებლად მიმართეს. ამის მიზეზი თურქეთში კოქსაკის ვირუსის გავრცელების შესახებ არსებული ინფორმაცია გახდა. აღნიშნულ ცნობას "ლენტა.რუ" ავრცელებს.

"ტურისტული სააგენტოები ჯავშნების გაუქმებაზე უარს ამბობენ და ამას გონივრული მიზეზით ხსნიან. ტურსააგენტოების თქმით, ამ დრომდე რაიმე ეპიდემიის გავრცელების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია არ ვრცელდება, მათ შორის არც როსპოტრებნადზორის და როსტურიზმის მიერ", - განაცხადა ტურინდუსტრიის რუსული კავშირის პრესმდივანმა ირინა ტიურინამ.

მისი განმარტებით, ამ შემთხვევაში მოგზაურებს ჯავშნის თვითნებური ანულირებისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევთ. პრესმდივნის განცხადებით, რაც უფრო ახლოს იქნება გამგზავრების თარიღი მით მეტი იქნება ჯარიმის ოდენობა. ირინა ტიურინას თქმით, დამსვენებლები დანიშნულების ადგილის შეცვლის შესაძლებლობითაც ინტერესდებიან, თუმცა პრესმდივნის განმარტებით, ამისთვის თურქეთის ტურის გაუქმება და ჯარიმის გადახდაა საჭირო.

კოქსაკის ვირუსი ენტერევირუსია, რომლის მიმართაც განსაკუთრებით მოწყვლადები ბავშვები არიან. ის წყლით, კონტაქტითა და ჰაერწვეთოვანი გზით გადადის და ადამიანის ორგანოების და კანის დაზიანებას იწვევს.

myquiz