მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკოს და ივანიშვილის საიდუმლო შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკოს და ივანიშვილის საიდუმლო შეხვედრა 2 საათს გაგრძელდა

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტს ეხმაურება.

"ჩემი მონაცემებით, პოროშენკო სპეციალურად ეწვია ბათუმს, რათა საქართველოს ფაქტობრივ მმართველთან ივანიშვილთან ურეკში ჩემი ექსტრადირების საკითხი განეხილა. მათი საიდუმლო შეხვედრა ორ საათზე მეტი გაგრძელდა და თითქმის სრულად ჩემზე საუბრობდნენ", - დაწერა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე.

მისი თქმით, ადგილი აქვს ორ მილიარდერ ოლიგარქს შორის კავშირს იმ ადამიანის წინააღმდეგ, რომელსაც არც ფული აქვს და არც რაიმე თანამდებობა.

"სამწუხაროდ, იმის კონსტატირება მიწევს, რომ ამ სიტუაციაში პოროშენკო არა როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, არამედ როგორც სულების გამყიდველი ისე იქცევა", - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ის მაინც გააგრძელებს ბრძოლას უკრაინისა და საქართველოს ოლიგარქებისგან გათავისუფლებისთვის.

"რა შეთანხმებასაც არ უნდა მიაღწიონ, რა ნაბიჯებიც არ უნდა გადადგან, მე უფრო აქტიურად განვაგრძობ ბრძოლას საქართველოსა და უკრაინის ოლიგარქებისგან გათავისუფლებისთვის", - დასძინა სააკაშვილმა.

myquiz