ფემინიზმი, პოლიტიკური გეგმები და ჰობი - რა ჰკითხეს მოსწავლეებმა ვლადიმერ პუტინს | Allnews.Ge

ფემინიზმი, პოლიტიკური გეგმები და ჰობი - რა ჰკითხეს მოსწავლეებმა ვლადიმერ პუტინს

კრემლის ლიდერი ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტის პოსტის დაკავებას კიდევ ერთი ვადით აპირებს.

ქვეყნის პრეზიდენტი ქალაქ სოჭში სკოლის მოსწავლეებს შეხვდა, სადაც მათ კითხვებს სამი საათის განმავლობაში პასუხობდა.

კითხვაზე თუ რის გაკეთებას აპირებს კრემლის დატოვების შემდეგ, პუტინმა ღიმილით უპასუხა, რომ მას გადაწყვეტილი არ აქვს პრეზიდენტის პოსტის უბრძოლველად დათმობა. თუმცა, მან მოსწავლეებთან საუბარში განაცხადა, რომ კონსტიტუციის შეცვლასა და საკუთარი თავისთვის პრეზიდენტის პოსტის განუსზღვრელი ვადით დაკავების უფლების მინიჭებას არ აპირებს.

"ამის შესაძლებლობა ნამდვილად მაქვს, მთხოვეს კიდეც რომ კონსტიტუცია შემეცვალა, ეს არც მაშინ გამიკეთებია, არც ახლა ვაპირებ ამ გზისთვის მიმართვას", - აღნიშნა პუტინმა.

კითხვაზე, რისი კეთება უყვარს პრეზიდენტს თავისუფალ დროს, ვლადიმერ პუტინმა უპასუხა, რომ მეგობრებთან დროის გატარება, ისტორიული წიგნების კითხვა, მუსიკის მოსმენა და სპორტული აქტივობა დიდ სიამოვნებას ანიჭებს, ინტერნეტით კი თითქმის არასდროს სარგებლობს.

მოსწავლეები პუტინის ფემინიზმისადმი დამოკიდებულებითაც დაინტერესდნენ, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ამ მოძრაობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა თავადაც ხედავს გენდერულ დისბალანსს მის ქვეყანაში. მიუხედავად ამისა პუტინი მიიჩნევს, რომ რუსეთში ამ მხრივ ვითარება იმაზე გაცილებით უკეთაა ვიდრე მუსლიმურ ქვეყნებში, გენდერული დისბალანსის პრობლემა კი თავის მხრივ არც დასავლეთისთვისაა უცხო.

შეხვედრის ექსტენტიულ მომენტად მოსწავლე ბიჭისა და პრეზიდენტის შეჯიბრი შეიძლება ჩაითვლოს, სადაც მათ აზიდვების გაკეთება მოუხდათ.

პუტინს საკუთაღი ღირებულებების შესახებაც მოუხდა პასუხის გაცემა, რა დროსაც მან პირველ სამეულში სიყვარული, თავისუფლება და თავად სიცოცხლე დაასახელა.

myquiz