ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა | Allnews.Ge

ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

ისლანდიის ხელისუფლებამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღნიშნულის შესახებ ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის განმარტებაშია ნათქვამი, "საქართველოში, ზოგადად, ადამიანის უფლებები დაცულია და საქართველოს კონსტიტუცია უზრუნველყოფს მოქალაქეების თანასწორობას".

ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურში ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოში უცხოური უფლებადამცველი ორგანიზაციები შეფერხების გარეშე მუშაობენ.

"ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურმა შეისწავლა საქართველოში არსებული სიტუაცია და ცხადია, ყველა წინაპირობა არსებობს საიმისოდ, რომ საქართველო განსაზღვრული იყოს, როგორც უსაფრთხო ქვეყანა", - ნათქვამია დოკუმენტში.

myquiz