აშშ თავის მოქალაქეებს ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებას აუკრძალავს | Allnews.Ge

აშშ თავის მოქალაქეებს ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრებას აუკრძალავს

ამერიკის შეერთებული შტატები თავისი მოქალაქეებისთვის ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრების აკრძალვას აპირებს. ინფორმაციას ამის შესახებ ინფორმაციას ის ორი ტურისტული კომპანია Koryo Tours და Young Pioneer Tours ავრცელებს, რომლებსაც ჩრდილოეთ კორეის დასათვალიერებლად მსურველები მიჰყავს. ტურისტული კომპანიების ინფორმაციით, ამერიკის ხელისუფლება შესაბამისი განცხადების გაკეთებას 27 ივლისს გეგმავს, აკრძალვა ძალაში 30 დღის შემდეგ შევა.

ოფიციალურ ვაშინგტონს აღნიშნული ცნობა არ დაუდასტურებია.

Young Pioneer Tours ის ტურისტული სააგენტოა, რომლემაც ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელი სტუდენტი ოტო წარმბიერი წაიყვანა. სტუდენტი მოგვიანებით ჩრდილოეთ კორეაში დააკავეს და 15 წლოით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ის ამერიკაში კომატოზურ მდგომარეობაში გასულ თვეს დაბრუნდა და ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.

Young Pioneer Tours-ის წარმომადგენლია განმარტებით, მათ ამ მოსალოდნელი აკრძალვის შესახებ შვედეთის საელჩოსგან შეიტყვეს, რომელიც ამერიკის შერთებული შტატების საქმეებს კურირებს ჩრდილოეთ კორეაში.

myquiz