საბერძნეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულები შვედი და თურქი ტურისტები იყვნენ | Allnews.Ge

საბერძნეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულები შვედი და თურქი ტურისტები იყვნენ

საბერძნეთში, კუნძულ კოსზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპული ორი პირი შვედი და თურქი ტურისტები იყვნენ.

აღნიშნულის შესახებ სააგენტო "ასოშეითედ პრესი" საბერძნეთის სახანძრო სამსახურის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ტურისტები ძველ ქალაქში კედლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპნენ. დაშავებულია 100-ზე მეტი პირი, აქედან ხუთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია.

მიწისძვრის ეპიცენტრი ეგეოსის ზღვაში, კუნძულიდან 16 კილომეტრში იყო.

მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა თურქეთში ეგეოსის ზღვის სანაპიროზეც. ბოდრუმისა და მარმარისის ტურისტულ ზონას ზიანი მიადგა. 6, 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას თურქეთში მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა არიან დაშავებულები.

myquiz