იემენს, სამხრეთ სუდანს, ნიგერიასა და სომალის წელს შიმშილობა ემუქრება | Allnews.Ge

იემენს, სამხრეთ სუდანს, ნიგერიასა და სომალის წელს შიმშილობა ემუქრება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წელს იემენს, სამხრეთ სუდანს, ნიგერიასა და სომალის შიმშილი ემუქრება. ამის შესახებ საუბარია გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ანგარიშში. ამ ქვეყნებისთვის საჭიროა ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენა 2 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით, მაგრამ ორგანიზაციას მათი სათანადოდ დაფინანსება არ შეუძლია.

ორგანიზაციის ინფორმაციით, აუცილებელი ტრანსფერის არსებობის შემთხვევაშიც კი, უამრავი ადამიანი დახმარებას ვერ მიიღებს იმის გამო, რომ ჰუმანიტარული მისიების წვდომა დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებთან შეზღუდულია.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამა გეგმავს ამ ქვეყნებში მოშიმშილეთა რაოდენობის 20 მილიონიდან 17 მილიონ ადამიანამდე შემცირებას. მარტში ორგანიზაცია უკვე დაეხმარა 3,6 მილიონით იემენის, 2 მილიონით სამხრეთ სუდსანის, 1,67 მილიონით სომალის და 1,2 მილიონით ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილის მცხოვრებლებს.

2017 წლის 12 მარტს გაეროს დევნილთა საქმეების უმაღლესი კომისარატის სამმართველომ ამ ქვეყნებში ადამიანთა მასობრივი გარდაცვალების შესახებ განაცხადა.

myquiz