ესპანეთის პოლიციამ ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტი დააკავა | Allnews.Ge

ესპანეთის პოლიციამ ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტი დააკავა

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში კორუფციასთან დაკავშირებით დღეს რიგი დაკავებები განხორციელდა. დაკავებულებს შორის აღმოჩნდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და ფიფა-ს ვიცე-პრეზიდენტი ხოსე მარია ვილიარი.

აღსანიშნავია, რომ ხოსე მარია ვილიარს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი 1988 წლიდან უკავია.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ბრალი ედება არაკეთილსინდისიერ ადმინისტრირებაში, გაფლანგვასა და ფალსიფიცირებაში. ის ადგილობრივი დროით 08:00 საათზე, საკუთარ სახლში დააკავეს.

მასთან ერთად პოლიციამ მისი შვილი, გორკა ვილიარი დააკავა. ის ადვოკატად მუშაობდა და სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის ფედერაციის გენერალური დირექტორის პოსტი ეკავა.

myquiz