სამყაროს "რბილი ძალის" ახალი ლიდერი ჰყავს | Allnews.Ge

სამყაროს "რბილი ძალის" ახალი ლიდერი ჰყავს

საფრანგეთმა "რბილი ძალის" რეიტინგში გაერთიანებულ სამეფოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს გაუსწრო.

"რბილი ძალის" რეიტინი ასახავს, რამდენად დიდია ამა თუ იმ ქვეყნის გავლენა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე, თუ მის სამხედრო ძალას მხედველობაში არ მივიღებთ. ტერმინი ამერიკელ პოლიტოლოგ ჯოზეფ ნაემს ეკუთვნის და გამოხატავს ქვეყნის უნარს ხელი შეუწყოს საერთაშორისო ალიანსების განვითარებას და საერთაშორისო არენზე კეთილგანწყობის მოპოვების გზით, ლიბერალური მოსაზრებები გაატაროს.

"გარდიანის" ინფორმაციით, ორი წლის წინ, აღნიშნული რეიტინგის პირველ ადგილს ბრიტანეთი იკავებდა, თუმცა, გასულ წელს ის ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჩაანაცვლა. "ბრექსითმა" და აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამ ამ ორივე ქვეყნის პოზიცია მკვეთრად შეარყია, ამასთანავე საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონის გამარჯვებამ ქვეყანა რეიტინგი მოწინავე პოზიციისკენ გაწია.

წარმატება, შეიძლება, თავად ემანუელ მაკრონის პიროვნებასა და უკანასკნელ პერიოდში მის მიერ გაჟღერებულ პოლიტიკურ ხედვას უკავშირდებოდეს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, ფრანგი დიპლომატების წვლილი, რომლებიც ყველა ეტაპზე ცდილობენ ქვეყნის სასურველად წარმოჩენას და მისი ინტერესების დაცვას.

ამ რეიტინგის შედგენისას, ისეთ ასპექტებზეც არის ყურადღება გამახვილებული, როგორიც ხელისუფლება, კულტურა, ტრადიციული სამზარეულო, ქუჩის დანაშაულებათა დონე, სპორტული მიღწევები, ინოვაციების უნარი, ეკონომიკის განვითარების ხარისხი და ტურისტების დამოკიდებულებაა.

რეიტინგის პირველ 30 ქვეყანას შორის რუსეთი, ჩეხეთი, უნგრეთი, ბრაზილია და თურქეთიც შედიან, თუმცა ისინი დაბალ პოზიციებს იკავებენ.

myquiz